გია აბაშიძე – გიგა ბოკერიაზე: NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც რომ <1%-იანია, უცხადესია, რომ მას პოლიტიკური პულსიც არ ესინჯება; შესაბამისად, ამ ყოფილს, ექსს, საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს აზრი არ მოეკითხება

ვინ არის გიგა ბოკერია, რას წარმოადგენს მისი ე.წ. “ევროპული საქართველო”? NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც რომ <1%-იანია, უცხადესია, რომ მას პოლიტიკური პულსიც არ ესინჯება. შესაბამისად, ამ ყოფილს, ექსს, საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს, აზრი არ მოეკითხება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე გიგა ბოკერიას განცხადებას.

„ქართული მედიის საგრძნობი ნაწილის ერთ-ერთი დიდი ნაკლი ისიცაა, რომ არასაპარლამენტო, მარგინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უთმობს დიდ ყურადღებას.

ვინ არის გიგა ბოკერია, რას წარმოადგენს მისი ე.წ. “ევროპული საქართველო”? NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც რომ <1%-იანია, უცხადესია, რომ მას პოლიტიკური პულსიც არ ესინჯება.
შესაბამისად, ამ ყოფილს, ექსს, საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს, აზრი არ მოეკითხება.
ბოკერია არც იყო და ვერც ვერასდროს იქნება ლიბერალიზმის ეტალონი. ეს ისეთივე ოქსიმორონია როგორც, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილის ანდა ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანის ერუდიცია”, – წერს აბაშიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები