მიკოლაევში აფეთქებებია
უკრაინის ქალაქ მიკოლაევში დილიდან აფეთქებები ისმის.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა ტელეგრამში დაწერა.
“ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. მეგობრებო, ყველას ვთხოვ, თავშესაფრებში ჩადით! სულ მცირე, დაიცავით ორი კედლის წესი!”, – წერს მერი.
გვიან ღამით საარტილერიო იერიშია მიტანილი მიკოლაევის ერთ-ერთი რაიონზე.
საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქში კერძო სახლი დაზიანდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge