მოსკოვში პირველი ჰუმანოიდი რობოტის ქორწილი შედგა
მოსკოვში ჰუმანოიდი რობოტების პირველი საქორწინო ცერემონია გაიმართა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ცერემონიაში მონაწილეობდნენ ჰუმანოიდი რობოტები „რობერტი“ და „მატილდა“, რომლებმაც სინთეზირებული ხმით საქორწინო ფიცი წარმოთქვეს.
რუსეთის დედაქალაქში გამართული ღონისძიების მიზანი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის შესაძლებლობების დემონსტრირება იყო. ორგანიზატორების განცხადებით, ეს რუსეთის ისტორიაში ჰუმანოიდი რობოტების პირველი საქორწინო ცერემონიაა.
ცერემონია სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და იურიდიული ძალა არ ჰქონია. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ასევე წარუდგინეს რობოტების შესაძლებლობები ადამიანებთან კომუნიკაციისა და სხვადასხვა სოციალური სცენარის იმიტაციის მიმართულებით.