ზელენსკი: რუსეთმა ომის გაგრძელებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს – დარტყმები რუსეთის ნავთობის ობიექტებზე გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები აგრძელებენ შორ მანძილზე დარტყმებს რუსეთის იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ნავთობის სექტორსა და სამხედრო პოლიტიკას ემსახურება.

ზელენსკის თქმით, ბოლო დღეებში უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზე, მათ შორის ნავთობბაზებზე სტავროპოლისა და ტვერის რეგიონებში, საწვავის სარეზერვო საცავზე, უფაში მდებარე ნავთობის სატუმბ სადგურსა და როსტოვის ოლქში არსებულ ნავთობის გადატვირთვის ტერმინალზე.

„ჩვენი მებრძოლები ახორციელებენ შორ მანძილზე დარტყმების გეგმას, როგორც პასუხს რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და თავდასხმების გაგრძელებაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთს ომის დასრულების შესაძლებლობა დიდი ხნის წინ შესთავაზეს, თუმცა მოსკოვი კონფლიქტის გაგრძელებას ირჩევს.

„ყოველი დღე, როდესაც რუსეთი ომის გაგრძელებას ირჩევს, უნდა ნიშნავდეს, რომ ომის რეალობა იქ ბრუნდება, სადაც ის დაიწყო – რუსეთში“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები