ნიგერიაში ეკლესიაზე თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთით, ონდოს შტატში, წმინდა ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიაში თავდასხმას 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის, სავარაუდოდ, არიან ბავშვებიც.

ამის შესახებ 5 ივლისს შტატის გუბერნატორმა, ​არაკუნინ აკერედოლუმ დაწერა.

მან “სატანური” თავდასხმა დაგმო და პირობა დადო, რომ თავდამსხმელები დაისჯებიან.

“მოვუწოდებ ჩვენს ხალხს სიმშვიდისა და სიფხიზლისკენ. ნუ აიღებთ სამართლიანობის აღდგენას თქვენს ხელში. ვესაუბრე უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელებს. ასევე, დამარწმუნეს, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი,” – დაწერა მან Twitter-ში.

ადლეგბე ტიმილეინის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ეკლესიის მღვდელი გაიტაცეს და 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოევიკები ეკლესიაში საკვირაო წირვის დროს შეიჭრნენ და მრევლს ცეცხლი გაუხსნეს. მათ გამოიყენეს ყუმბარა, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, მსხვერპლთა უმეტესობამ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები მიიღო.

მომხდარი ნიგერიის პრეზიდენტმა, მუჰამადუ ბუჰარიმ დაგმო და მას “ამაზრზენი” უწოდა.

ვატიკანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რომის პაპი ფრანცისკე ლოცულობს მსხვერპლთა სულებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები