“რუსმა სამხედროებმა უკრაინიდან გაქცევა სცადეს” – უკრაინის დაზვერვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, უკრაინიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების ერთ-ერთი ქვედანაყოფი რუსეთში გაქცევას შეეცადა, თუმცა, ისინი დააკავეს და, იარაღის მუქარით, ფრონტზე დააბრუნეს.
აღინიშნება, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარის, „კადიროველთა“ ყაჩაღური რაზმების და მესაზღვრეების გაძლიერებული კონტროლის მიუხედავად, რუსი სამხედროები ყველანაირად ცდილობენ უკრაინის ტერიტორიის დატოვებას.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის 30-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სარდლობა მასობრივ დეზერტირობას მალავს და ჯარისკაცებს სიკვდილით დასჯით ემუქრება.