ჟოზეფ ბორელი კორონავირუსით დაინფიცირდა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“COVID-19-ზე დადებითი პასუხი მივიღე. მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, ვარ თვითიზოლაციაში. თავს კარგად ვგრძნობ”, – წერს ბორელი.