შვედეთის სანაპიროსთან NATO მასშტაბურ სწავლებებს იწყებს

შვედეთის სანაპიროსთან მასშტაბური, NATO-ს წევრი ქვეყნების საზღვაო-სამხედრო სწავლებები დაიწყო, რომელიც 5-დან 12 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

Baltops სწავლება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ჩრდილოეთ ევროპაში. წელს ისინი სტოკჰოლმში დაიწყება შვედეთის საზღვაო ძალების 500 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიით. შემდეგ სამხედროები ბალტიის ზღვის წყლებში და რეგიონის საჰაერო სივრცეში მანევრებს ჩაატარებენ. წვრთნები გერმანიის ქალაქ კილის რაიონში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები