ბაიდენების სახლის მახლობლად, დახურულ ტერიტორიაზე, კერძო თვითმფრინავის გამოჩენის გამო, მათი ევაკუაცია განხორციელდა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილი, დელავერის შტატში, რეჰობოთ-ბიჩის სახლიდან ევაკუირებული იქნენ მას შემდეგ, რაც პატარა კერძო თვითმფრინავი შეცდომით მათ სახლთან არსებულ საჰაერო სივრცეში შევიდა. აღნიშნულის შესახებ „თეთრი სახლი“ იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენსა და მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. მიღებულია ყველა საჭირო ღონისძიება. ვითარების შეფასების შემდეგ ბაიდენი და მისი მეუღლე სახლში დაბრუნდნენ.
საიდუმლო სამსახური იტყობინება, რომ გაესაუბრება მფრინავს, რომელიც წინასწარი გამოძიების თანახმად, საჭირო რადიოტალღაზე არ იმყოფებოდა და საჭირო მითითებებს არ ემორჩილებოდა.