რომის პაპი: უკრაინაში ჩასვლა მინდა, მაგრამ ამის გასაკეთებლად ხელსაყრელ დროს უნდა დაველოდო

რომის პაპმა ფრანცისკემ ომიდან იტალიაში გაქცეულ უკრაინელ ბიჭს უთხრა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს, მაგრამ შესაფერის მომენტს უნდა დაელოდოს.

„უკრაინაში მინდა წასვლა, მაგრამ მე უნდა დაველოდო ხელსაყრელ დროს ამის გასაკეთებლად, რადგან ადვილი არ არის ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანის მაგივრად შეაფერხოს სამყარო”,- აღნიშნა პაპმა.

რეგულარული ინიციატივა „საბავშვო მატარებელი“-ის ფარგლებში რომის პაპი იტალიის მასშტაბით 160-მდე სკოლის მოსწავლეს შეხვდა. მათ შორის იყო უკრაინელი ლტოლვილი ბიჭი. მან პაპს ჰკითხა, შეძლებს თუ არა ის ეწვიოს უკრაინას და გადაარჩინოს ყველა იქ მყოფი ბავშვი, რომელიც იტანჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები