უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა ზელენსკის „ფსიქიკური პრობლემების“ შესახებ განაცხადა
უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა, ლასლო კევერმა გამოთქვა აზრი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „ფსიქიკურ პრობლემებზე“ იმის გამო, რომ ის ზოგჯერ გადაჭრით, მკაცრად სთხოვს პარტნიორებს მხარდაჭერას. აღნიშნულის შესახებ მან უნგრეთის ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ ინტერვიუში ისაუბრა.
კევერმა თქვა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაზე მისი დაკვირვებით, მას არ ახსოვს, რომ დახმარების საჭიროების მქონე ქვეყნის ლიდერს ერთხელ აემაღლა ხმა ვიღაცის წინააღმდეგ, როგორც ამას ვოლოდიმირ ზელენსკი აკეთებს.
„როგორც წესი, ვისაც დახმარება სჭირდება, თავაზიანად ითხოვს – რა თქმა უნდა, დაჟინებით, მაგრამ ითხოვს, არ მოითხოვს და არ იმუქრება. ემუქრებიან მტრებს და არა მათ, ვისი მეგობრებიც უნდათ რომ იყვნენ. აქ არის რაღაც პირადი ფსიქიკური პრობლემა“, – თქვა ლასლო კევერმა.