სერგეი ლავროვი: დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობისა და ყველაფერი რუსულის განადგურებისკენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურებისა და ყველაფრის მოსპობისკენ, რაც რუსეთთან და სლავებთან არის დაკავშირებული.
მისი თქმით, ეს არის გააზრებული ხაზი, რომელიც ჯდება დასავლეთის ამჟამინდელ კურსში, რომელიც ძირს უთხრის ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ქრისტიანებისა და მართლმადიდებლების უფლებები ყველანაირი საშუალებით. განსაკუთრებით მოვიხსენიებ მართლმადიდებლობას, რადგან ბოლო წლებში ისევ ამერიკელების ინიციატივით, რომლებიც აქტიურად მანიპულირებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ჩვენთვის მეტად სამწუხაროდ, აღებულია მართლმადიდებლობის განადგურების კურსი. თქვენ იცით, რა დივერსიული მოქმედებები ხდებოდა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, სადაც შექმნეს ქვესტრუქტურა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის [ავტოკეფალური] სახელწოდებით. თქვენ იცით, როგორ ცდილობენ გაანადგურონ სირიის მართლმადიდებლური ეკლესია, იგივე ეხება სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
ეს არის გააზრებული ხაზი, რომელიც ჯდება დასავლეთის ამჟამინდელ კურსში, რომელიც ძირს უთხრის ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, რაც დაკავშირებულია სლავებთან და მართლმადიდებლობასთან “, – განაცხადა ლავროვმა.