თურქეთში წლიურმა ინფლაციამ მაისში უკვე ​73,5%-ს მიაღწია

თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მაისში 73,5%-მდე გაიზარდა, რაც ქვეყანაში ბოლო 24 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამის შესახებ Politico წერს.

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემით, ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს შორის ტრანსპორტია. მასზე ფასები, წლიური გაანგარიშებით 107,6%-ით გაიზარდა.

მეორე ადგილზეა  კვების სექტორი, სადაც ფასები 91,6%-ით გაიზარდა.

ამასთან, ინფლაციის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთების გაზრდაზე უარი თქვა და, სულ მცირე, ხუთი თვით უცვლელად დატოვა.

ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი პირადად ეწინააღმდეგებოდა განაკვეთების ზრდას და ამბობდა, რომ „ის, ვინც ცდილობს, მოგვახვიოს კავშირი საბაზო განაკვეთსა და ინფლაციას შორის, ან წერა-კითხვის უცოდინარია ან მოღალატე“.

აპრილში თურქეთში ინფლაციამ 2021 წლის აპრილთან შედარებით თითქმის 70%-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები