მოსკოვის დასავლეთით ბიზნესცენტრი “გრანდ სეტუნ-პლაზა” იწვის. როგორც მედიას სამაშველო სამსახურში განუცხადეს, შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს, თუმცა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ შენობის მეექვსე სართულზე შესაძლოა, 20-მდე ადამიანი იყოს ბლოკირებული. მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
ხანძარს ყველაზე რთული, მეხუთე დონის სირთულე მიაკუთვნეს. ცეცხლი ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მინისტრიც იმყოფება.