“უკრაინის საზღვართან ბელარუსის სპეცრაზმის როტაცია მიმდინარეობს” – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში ბელარუსი სპეცრაზმის როტაციას ახორციელებს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი “ფეისბუქზე” იტყობინება.
„ვოლინისა და პოლესიეს მიმართულებით ბელარუსის შეიარაღებული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერებაზე. ამავდროულად, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში მიმდინარეობს სპეცდანიშნულების რაზმების როტაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბში აღნიშნეს, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან სარაკეტო იერიშების საფრთხე შენარჩუნებულია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge