ისნის ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე, ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, ცეცხლი მეორად საბურავებს და ძველი ავტომობილები ნარჩენებს გაუჩნდა.
თვითმხილველების განცხადებით, ხანძრის ჩაქრობაში ოცამდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობს.