ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებამ თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის ღონისძიება გაიმართა.

სამინისტროს ცნობით, „ახმეტელის თეატრის“ მსახიობებმა მოზარდებს ნიკოლოზ წულუკიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „ჯადოსნური წრე“ წარუდგინეს. „სოლიკო ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლამ“ კი, მოაწყო ექსპოზიცია, სადაც სამხედროების შვილების ნამუშევრებიც გამოიფინა. აღნიშნული ორგანიზაციები თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობენ.

სამინისტროს ტერიტორიაზე ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმაც იზრუნეს.

თავდაცვის სამინისტრომ ღონისძიებას სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები