რომის პაპი – “გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ მარცვლეულს, როგორც იარაღს ომში”
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტის ბლოკადა დაგმო.
ამის შესახებ პონტიფიკოსმა საერთო აუდიენციის დასასრულს თქვა, – წერს Vatican News-ი.
„უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა, რომელზეც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული, განსაკუთრებით – ღარიბ ქვეყნებში, დიდ შეშფოთებას იწვევს. მივმართავ გულითადი მოწოდებით, რომ გაკეთდეს ყველაფერი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და საკვების საყოველთაო უფლების გარანტირებისთვის. გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ მარცვლეულს, ძირითად საკვებ პროდუქტს, როგორც იარაღს ომში“, – თქვა რომის პაპმა.