პოლონეთმა ბოროდიანკასა და ბუჩაში უკრაინელებისთვის კონტეინერის ქალაქი ააშენა
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბოროდიანკასა და ბუჩაში საკონტეინერო ქალაქები გახსნა, რომლებიც 1000-ზე მეტ ადამიანს დაიტევს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
საელჩომ სოციალურ ქსელში დროებითი “ქალაქების” ფოტოები გამოაქვეყნა.
როგორც უკრაინის თემისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა, ალექსი ჩერნიშევმა თქვა, პირველი დასახლებული პუნქტი, სადაც მოდულის ქალაქი განთავსდა ბოროდიანკაა, რადგან ამ ქალაქმა ყველაზე დიდი ზარალი განიცადა, “აქ ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა 552 კერძო სახლი და 24 საცხოვრებელი კორპუსი, 2 სკოლა და ყველა ადმინისტრაციული შენობა”.
დროებითი ქალაქი 352 ადამიანს დაიტევს, მათ შორის არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ოკუპაციის შემდეგ უსახლკაროდ დარჩნენ.
შემდეგი ბანაკების დამონტაჟება იგეგმება ბუჩაში, მაკაროვში, ივანკოვსა და გოსტომელში, ასევე, ჩერნიგოვის გარეუბანში.