პუტინი თურქეთში მიფრინავს – მიმდინარეობს თარიღის შეთანხმება
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთში ვიზიტს გეგმავს, თუმცა, ამჟამად თარიღი უცნობია.
როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, დიპლომატიური არხებით თარიღების კოორდინაცია მიმდინარეობს.
“არსებობს ასეთი მოწვევა და თარიღები შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მანამდე, თურქული გამოცემა Yeni Şafak-ი წერდა, რომ თურქეთში პუტინს „უახლოეს დღეებში“ ელოდებიან. გამოცემის ინფორმაციით, რუსი კოლეგა ტაიპ ერდოღანმა მაღალი დონის საქმიან შეხვედრაზე მიიწვია.