ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი 17 კმ სიღრმეშია დაფიქსირებული.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.