ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტები დაბომბეს.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, სარაკეტო იერიშის შედეგად, 4 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, ერთი ქალი და 12 წლის მოზარდი; 7 კი დაჭრილია.
მისი ინფორმაციით, კერძოდ, დაბომბილია ხარკოვის, იზიუმის, ბოგოდუხოვსკისა და ჩუგუევსკის რაიონები.