ოკუპანტები მარიუპოლში, სახლების დემონტაჟის საბაბით, ხალხს ქუჩაში ასახლებენ – მერის მრჩეველი

რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, სახლების დემონტაჟის საბაბით, ადგილობრივებს ქუჩაში ასახლებენ.

ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრე ანდრიუშჩენკომ Telegram-ში დაწერა.

“დონეცკის რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლებამ ზარალის დონის შეფასება დაიწყო. ოკუპანტები მათივე დაბომბვის შედეგად დაზიანებული შენობების დემონტაჟს აპირებენ. ორი დღეა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და სამხედროების მობილური ბრიგადები ათვალიერებენ იმ ბინებს, რომლებიც გადარჩნენ და სადაც ხალხი ცხოვრობს. ისინი აფრთხილებენ ადგილობრივებს, რომ შენობების დანგრევის დაწყებისთანავე მოხდება მათი განსახლება“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მისივე თქმით, ოკუპანტები გეგმავენ მოხუცები საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩაასახლონ, მათ ბინებში კი იმ ადამიანებს შეასახლებენ, რომლებიც პორტში, ილიჩის ქარხანაში ან დემონტაჟზე იქნებიან დასაქმებული.

„საცხოვრებლის მოსაძებნად ორ კვირას აძლევენ, თუ არ აქვთ განსახლებაზე თანხმობა. ადამიანებს, ფაქტობრივად, ქუჩაში ასახლებენ. კითხვაზე, სად უნდა ვიცხოვრო, პასუხობენ, რომ ეს არ არის საოკუპაციო ხელისუფლების საქმე”, – წერს ანდრიუშჩენკო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები