„გიორგობისთვე“ – ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმის აღდგენილ ვერსიას უჩვენებენ
3 ივნისს, 19:00 საათზე, გაიმართება ჩვენება ოთარ იოსელიანის ფილმისა – „გიორგობისთვე” (აღდგენილი ვერსია). ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი გადაღებულია 1966 წელს.
მოკლე აღწერა: ნიკოს და ოთარს სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს. მისგან განსხვავებით, ნიკო ქარხნიდან კერძო პირთა მიერ ღვინის უკანონოდ გატანას და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას ვერ ეგუება. როდესაც დაუდუღებელი ღვინის სარეალიზაციოდ ჩამოსხმას დააპირებენ, ნიკო ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის. ქარხნის დირექცია აღშფოთდება, მაგრამ ნიკოს დასჯას ვერ გაბედავს.
მთავარ როლებში:
რამაზ გიორგობიანი (ნიკო); მარინა ქარცივაძე (მარინე); გიორგი (გოგი) ხარაბაძე (ოთარი); დოდო აბაშიძე (რეზო); აკაკი კვანტალიანი (დავითი); ალექსანდრე ომიაძე (მთავარი მეღვინე); ბუხუტი ზაქარიაძე (ილო);
ოთარ ზაუტაშვილი (შოთა).
ოთარ ზაუტაშვილი (შოთა).
27 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით წარმოადგენს რეტროსპექტივას – „60-იანი წლების ქართული კინო”.
ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრების აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი პირველად ნახავს.
კინოჩვენებები ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.
ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრების აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი პირველად ნახავს.
კინოჩვენებები ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 38.
60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღვანელობით.