ზუგდიდში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ექიმები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქცია მოიცავს გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტის,უროლოგის, ოფთალმოლოგის, კონსულტაციას, ასევე, ეხოსკოპიას და კარდიოგრამას.

ვეტერანთა ჰოსპლიტლის ექიმებთან ერთდ, ვეტერანებს, მოემსახურებიან კლინიკა “ვივა მედის” ექიმებიც. “ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: ზუგდიდი, გამსახურდიას ქუჩა N 1,( შპს. ”აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა”). ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ,” – აღნიშნულია გავრცელებულ ნფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები