ირაკლი ღარიბაშვილი – იაირ ლაპიდთან შეხვედრის შესახებ: კვლავ ვადასტურებთ ჩვენი სამაგალითო და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების იდეისადმი ერთგულებას
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ და ალტერნატიულ პრემიერმინისტრ იაირ ლაპიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა იაირ ლაპიდთან. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის იუბილე და კვლავ ვადასტურებთ ჩვენი სამაგალითო და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების იდეისადმი ერთგულებას”, – აღნიშნულია პრემიერის „ტვიტში”.
Great talks w/ @yairlapid 🇮🇱. As 🇬🇪 & 🇮🇱celebrate the 30th anniversary of the establishment of diplomatic relations, we reiterated our commitment to further development of our exemplary & friendly relations. pic.twitter.com/7UAIH3fz3O
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 30, 2022