“ევროპის უნივერსიტეტში” ზუგდიდის, თელავის და ბორჯომის საჯარო სკოლები დააჯილდოეს  

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტმა” ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისკენ მიმართული სასკოლო ინიციატივების მხარდასაჭერად ქვე-გრანტები გასცა.
გამოვლინდა სამი გამარჯვებული საჯარო სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთა მოსწავლეებმაც შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ხასიათის და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მინი-პროექტები წარადგინეს.
“ევროპის უნივერსიტეტში” დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ზუგდიდის #9, თელავის #4 და ბორჯომის #1 საჯარო სკოლები.
“ევროპის უნივერსიტეტი” ჟან მონეს პროექტს ახორციელებს, რომელიც 31 მაისს საზეიმოდ, სპეციალური კონფერენციით დაიხურება. ღონისძიებაში დიპლომატიური კორპუსის და ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები