პარლამენტში ინტერპელაციის წესით ილია დარჩიაშვილის მოსმენა დაიწყო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის პროცედურა დაიწყო. პირველი გამომსვლელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილია.
მინისტრს ხუთი საინტერპელაციო კითხვით ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. კითხვები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს შეეხება.
დღესვე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.