რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკი და სუმის ოლქი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკი და სუმის ოლქის კრასნოპოლიეს დასახლება დაბომბეს.

როგორც კრამატორსკის მერმა, ალექსანდრე გონჩარენკომ Facebook-ზე დაწერა, “მძიმე ღამე იყო კრამატორსკში. საჰაერო სარაკეტო თავდასხმა იყო საცხოვრებელ ადგილებში და კერძო სექტორზე. მსხვერპლი არ არის”.

სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი ჟივიცკიმ “ტელეგრამის” არხზე დაწერა, რომ “რაკეტები, სავარაუდოდ თვითმფრინავიდან იყო გაშვებული, რომელსაც სახელმწიფო საზღვარი არ გადაუკვეთავს”.

მისი ინფორმაციით, დაზიანებულია 20-მდე სახლი და ელექტროგადამცემი ხაზი.

“სოფლის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, – წერს ჟივიცკი.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულები არ არიან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები