თიბისის ბრიტანელი აქციონერი: „უკაცრავად სერ! დაზარალებული არ ყავდათ, საქმე მოიგეს და მაინც თავად ასაჩივრებენ?“

თიბისი ბანკის ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე აცხადებს, რომ ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის სააპელაციო განხილვაში, რომელიც 27 მაისსაა ჩანიშნული, არავითარ მონაწილეობას არ მიიღებენ.

ადვოკატის, დიმიტრი ტორაძის თქმით, გარკვეული მოსაზრებები, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხომ არ წშარმოადგენს ერთგვარ მაშველ რგოლს პროკურატურისთვის სისხლის სამართლებრივ საქმეში, რომელიც თიბისი ბანკის აქციონერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ არის აღძრული და სადაც პროკურატურას არ ჰყავს დაზარალებული, მტკნარი სიცრუეა. მისივე თქმით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ ამ საქმეში იან მალქოლმ ჰოქი დაზარალებულად ან მოწმედ წარდგეს. „მიმაჩნია, რომ არანაირი ეჭვები საზოგადოებაში არ არსებობს, უბრალოდ ამ ე.წ. „ეჭვების“ გაპიარება წარმოადგენს გარკვეული ჯგუფის ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ კითხვა თითქოსდა შეიცავს გარკვეულ ლოგიკურ საფუძვლებს, აღნიშნული ლოგიკა ზედაპირულია და საკმაოდ უსაფუძვლო. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვა იწყება წინასასამართლო სხდომით, სადაც მხარეები, როგორც ბრალდების, ისე დაცვის, ცვლიან მტკიცებულებებს და მეტი ახალი მტკიცებულების დამატება არათუ სააპელაციო ინსტანციაში, არამედ იმავე პირველ ინსტანციაში წინასასამართლო სხდომის შემდეგ არ ხდება, ანუ არ არსებობს არანაირი საპროცესო მექანიზმი, რომ აპელაციაში სისხლის სამართლის საქმეს დავემატოთ დაზარალებულად, ან თუნდაც მოწმედ. ასე რომ, ვერანაირ მაშველ რგოლად ვერ ვიქცევით და არც ვიქცევით. მეორე მხრიდან ისეთი წინააღმდეგობრივი ლოგიკაა, რომ დისკუსიაში შესვლა არ ღირს. ჩვენი მხრიდან ცალსახად და გულწრფელად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არანაირად არ ვართ ხელისუფლებასთან აფილირებული პირი.

ჩვენ მოთხოვნას არ გააჩნია პოლიტიკური საფუძვლები და ჩვენი პრეტენზია წმინდა სამეწარმეო და ფინანსური ხასიათისაა“, – განმარტავს დიმიტრი ტორაძე. ბრიტანელი აქციონერი იან მალქოლმ ჰოქი თიბისი ბანკს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკის აქციონერებისთვის მიყენებულ $40–მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ცნობისთვის, ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა” და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან” სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს” სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა” სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე. მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან. კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები