ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი მე-13 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე – “Euregio Piano Award” პირველი პრემიის მფლობელი გახდა
გერმანიის ქალაქ გეილენკირხენის მე-13 საერთაშორისო ფორტეპიანო კონკურსზე “Euregio Piano Award”
ქართველმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა პირველი ადგილი აიღო.
ფინალში სამი ქვეყნის მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს: საქართველოს იტალიის და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები. საბოლოოდ, სანდრო გეგეჭკორმა გაიმარჯვა და პირველი პრემიის მფლობელი გახდა. „ავიღე პირველი პრემია და ყველა სპეციალური პრიზი. საქართველო, წინ“, – დაწერა სანდრომ ფეისბუქის გვერდზე.