მხატვარი დიმიტრი შანიძე გარდაიცვალა
ქართველ მხატვართა რიგებს გამოაკლდა მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი დიმიტრი შანიძე (1955-2025წწ.)
აჭარის ა. რ.მხატვართა შემოქმედებითი კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მხატვარ დიმიტრი შანიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.
დაიბადა 1955 წლის 13 თებერვალს, სამტრედიის სოფ. ქვაყუდეში. სწავლობდა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში, 1968-72 წლებში სწავლობდა ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში.
1980 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.
ჰქონდა 10-მდე პერსონალური გამოფენა.