რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მეზობელი ე.წ. ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე შეეძლებათ.

შეთანხმება ძალაში რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან შევა.

„შეთანხმება ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთი წლის ვადებში, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე 6 თვით ადრე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები