პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევას 14 ბავშვი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში კერძო სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა ასაკი 5-დან 16 წლამდე იყო.

უბედური შემთხვევა 30 ივნისს მოხდა. ნანგრევებში ბავშვებთან ერთად მათი მასწავლებელიც მოჰყვა. დაშავებულები მაშველებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პენჯაბის პროვინციის ხელისუფლების განცხადებით, სასწავლო ცენტრი ოფიციალურად რეგისტრირებული არ იყო და კერძო საცხოვრებელ სახლში ფუნქციონირებდა, რომლის სახურავიც ავარიულ მდგომარეობაში იყო.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულია შენობის მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები