მომსახურების სააგენტომ ივნისის თვეში დისტანციური კონსულტაცია 42 000-მდე მომხმარებელს გაუწია

შსს-ს მომსახურების სააგენტომ ივნისის თვეში დისტანციური კონსულტაცია 42 000-მდე მომხმარებელს გაუწია. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენის პროცედურას შეეხებოდა.

“სატრანსპორტო საშუალების დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღსადგენად დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში საჭიროა წარმოადგინოს:

სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

სანომრე ნიშნის აღდგენა ქვეყნის მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში არის შესაძლებელი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები