სოზარ სუბარი: სააკაშვილი, სავარაუდოდ, მისივე გარემოცვის ზეწოლით ცდილობს, შეგნებულად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დატოვოს საპატიმრო და ავნოს ქვეყანას
„რასაც ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დიდი ნაწილი არის სპეკულაცია და აგრავაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, სავარაუდოდ, თავისი გარემოცვის ზეწოლით ცდილობს, შეგნებულად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დატოვოს საპატიმრო და ავნოს ქვეყანას.
„რასაც ვხედავთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დიდი ნაწილი არის სპეკულაციები და აგრავაცია, როდესაც ეს ადამიანი, სავარაუდოდ, მისივე გარემოცვის ზეწოლით ცდილობს, შეგნებულად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ამით რაღაც შედეგს მიაღწიოს. ეს ნამდვილად არ არის სწორი გზა არც მკურნალობის და, მით უმეტეს, იმ შედეგის, რაც მას და მის გარემოცვას უნდა. შედეგი არის ერთადერთი, რომ მან როგორმე დატოვოს საპატიმრო და ისევ და ისევ ავნოს ქვეყანას. ეს არ არის გზა, მან უნდა დაუჯეროს ექიმებს და მაშინ ყველაფერი იქნება კარგად. 100%-იანი ნდობა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის მიმართ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მაქსიმალურად თუ თვითონ დაემორჩილება ექიმების მოთხოვნებს, თუ არ დაემორჩილება ამ შემთხვევაში მისი ბედი მის ხელშია“, – განაცხადა სუბარმა.