ბიძინა გიორგობიანი პარკებსა და სკვერებში ბენზინგასამართი სადგურების და რესტორნების შეზღუდვას გეგმავს
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი ბიძინა გიორგობიანი მოსახლეობას სარეკრეაციო ზონების განახლებას და თბილისსა და მის შემოგარენის გაშენებას ჰპირდება. როგორც ბიძინა გიორგობიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი პარკებსა და სკვერებში ბენზინგასამართი სადგურების და რესტორნების შეზღუდვას გეგმავს.
“ჩემი სამსახურის პრიორიტეტი იქნება ის, რაც გაწერილი იყო კოალიციის საარჩევნო დოკუმენტში. ეს ეხება სარეკრეაციო ზონების განახლებას და გაშენებას თბილისსა და მის გარშემო, ეს ეხება ჰაერის დაცვას, პარკების და სკვერების მოწესრიგებას. პარკებსა და სკვერებში ბენზინგასამართი სადგურების თუ რესტორნების შეზღუდვას, რაც ამ წლების განმავლობაში თბილისში ძალიან მავნე პრაქტიკად დამკვიდრდა. ნებართვები გაიცემოდა ძალიან საეჭვო ვითარებაში და ხშირია შემთხვევები, როდესაც ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობა და უსაფრთხოების ზომები არ აკმაყოფილებს შესაბამის ნორმებს და პირდაპირ გზებზე სახლების მიმდებარე ტერიტორიებზეა გაშენებული”, – განაცხადა გიორგობიანმა.