დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ოკუპანტების მიერ ერთ დღეში მომხდარი დაბომბვის შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების დაჯგუფებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
„ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 25 დასახლება დაბომბეს, გაანადგურეს და დააზიანეს 42 საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, ერთი უმაღლესი სასწავლებელი, ერთი სასტუმრო, 6 საწარმო და ქარხანა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 20 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი“, – აღნიშნულია უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციაში.