სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა.
ოთარ დანელიამ შეკრებილ საზოგადოებას უწყების მართვისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მისეული ხედვა გააცნო.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს სოფლის მეურნეობის დარგი დგას.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თქვენგანი არა მარტო იმ საქმით იყოთ დაკავებულნი, რაც უშუალოდ თქვენი კომპეტენციაა, არამედ ჩართულნი იყოთ უწყებაში მიმდინარე პროცესებში. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. საერთო შემართებით, ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენი მუშაობა იქნება უფრო ეფექტიანი და, შესაბამისად, შედეგზე ორიენტირებული“, – განაცხადა შეხვედრაზე ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე.
შეხვედრაზე მინისტრმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა და თანამშრომლების მოსაზრებები და წინადადებები მოისმინა.