პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მომავალი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მომავალი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, კენჭსაყრელ საკითხებს დაემატა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის საკითხი, კერძოდ, კენჭი ეყრება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”-ს მიერ წარდგენილ ლია შავგულიძის კანდიდატურას.
განსახილველ საკითხებს კი დაემატა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. ბიურომ იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და მათ განსახილველად წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.