კულებამ გერმანიის ხელისუფლებასთან უკრაინაში მძიმე იარაღის მიწოდების საკითხი განიხილა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ გერმანელ კოლეგებთან უკრაინაში მძიმე იარაღის შემდეგი მიწოდების საკითხი განიხილა. ამის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა.
კულებამ აღნიშნა, რომ გერმანიაში სამი დღის წინ ჩავიდა, სადაც გერმანიის ხელისუფლებასთან, გერმანიის პარლამენტთან და მთავრობასთან შეხვედრები გამართა.

„ბერლინში ჩასვლის დღიდან გერმანიაში დაიწყეს უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება, რომლებიც სწავლობენ გერმანული 155 კალიბრის თვითმავალი საარტილერიო სამაგრების გამოყენებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენს ურთიერთობაში. რადგან ეს იქნება პირველი მძიმე იარაღი, რომელსაც გერმანია უკრაინაში გაგზავნის“, – აღნიშნა კულებამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იარაღი მალე იქნება უკრაინაში და სამხედროები ამის დახმარებით მტრის განადგურებას შეძლებენ.
„აქედან გამომდინარე, შეიქმნა პრეცედენტი, დაძლეულია პირველი ფსიქოლოგიური ბარიერი და ჩემს გერმანელ კოლეგებთან ერთად განვიხილეთ იარაღის შემდეგი სახეობები, რომლებიც გადაეცემა ჩვენს სახელმწიფოს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გერმანელებისაა და მათ უნდა გადაწყვიტონ უკრაინას კონკრეტულად რას და როდის მიაწოდებენ“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები