ისრაელმა აშშ-ს ირანის მხრიდან დონალდ ტრამპის მკვლელობის შესაძლო გეგმაზე სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა – WSJ
ისრაელმა შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ირანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავს, – ამის შესახებ Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ისრაელის მიერ მიწოდებული მონაცემები აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს და მათი შეფასება მიმდინარეობს.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შანსი თანამდებობაზე ყოფნისას 5.2%-ია.
„ისრაელმა შეერთებულ შტატებს მიაწოდა ახალი სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც, მათი თქმით, ირანის ახალ გეგმაზე მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობისთვის“, – წერს გამოცემა.
WSJ-ის ცნობით, ირანი წლების განმავლობაში საჯაროდ აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპზე შურისძიებას აპირებდა 2020 წელს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის, აშშ-ის მიერ განხორციელებული ლიკვიდაციის გამო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის დიპლომატიურმა მისიამ შეერთებულ შტატებში კომენტარი არ გააკეთა. საქმის გარემოებების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.