მარიუპოლის მერის მრჩეველი: რუსებმა „აზოვსტალზე“ ცეცხლგამჩენი ან ფოსფორის ბომბები ჩამოაგდეს

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო იტყობინება, რომ რუსმა სამხედროებმა „აზოვსტალის“ დამცველების წინააღმდეგ ცეცხლგამჩენი ჭურვები ან ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. აღნიშნულის შესახებ ჩინოსანი თავის Telegram არხზე იტყობინება.

“მარიუპოლი. აზოვსტალი. ისევ – ციდან, ზღვიდან, მიწიდან. გუშინ, პირველად, დამპყრობლებმა მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ცეცხლგამჩენი ან ფოსფორის ბომბები გამოიყენეს (დასკვნას სპეციალისტებს ვუტოვებთ). თავად დამპყრობლები ამტკიცებენ, რომ გამოყენებული იყო 9M22S ცეცხლგამჩენი ჭურვები თერმიტის ფენებით. მათი წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2,5 ათასი გრადუსია. ხანძრის შეჩერება თითქმის შეუძლებელია“, – წერს ანდრიუშჩენკო Telegram არხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები