ნიუ-იორკში ასობით ადამიანი მარიუპოლის დამცველების გადარჩენას ითხოვდა

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მარიუპოლის დამცველების მხარდასაჭერად, რომლებიც „აზოვსტალთან“ ბრძოლას აგრძელებენ, აქცია გაიმართა.

ასობით ადამიანი უკრაინული სიმბოლოებითა და ლოზუნგებით შაბათს ტაიმს სკვერზე შეიკრიბა, რათა შეერთებული შტატების და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მარიუპოლში არსებულ რთულ ვითარებას მიაპყროს.

ხალხი სკანდირებდა “მარიუპოლი!”, “გადაარჩინე აზოვსტალის დამცველები”, “დიდება მარიუპოლს!”.

“უკრაინული საზოგადოება ყველა ღონეს ხმარობს, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ჩვენი დემოკრატიის დამცველებს ქალაქ მარიუპოლში”, – თქვა ოლექსი გოლუბოვმა, უკრაინის გენერალურმა კონსულმა ნიუ-იორკში აქციაზე გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები