ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ევროვიზიას“ მარიუპოლმა უმასპინძლოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროვიზიაზე უკრაინული ჯგუფის, “Kalush Orchestra”-ს გამარჯვებას გამოეხმაურა.
“ჩვენი სიმამაცე აოცებს მსოფლიოს, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს! მესამედ თავის ისტორიაში. და მჯერა, რომ ეს არ იქნება ბოლო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს ევროვიზიის მონაწილეებს და სტუმრებს უკრაინაში მარიუპოლმა უმასპინძლოს. თავისუფალმა, მშვიდობიანმა, აღდგენილმა! მადლობა „კალუშ ორკესტრს“ გამარჯვებისთვის და ყველას, ვინც ხმა მოგვცა! დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არ არის“,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები