ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა
14 მაისს ტურინში ევროვიზიის 66-ე ფინალი გაიმართა, რომელშიც 25 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა.
„კალუშ ორკესტრმა“ პირველი ადგილი დაიკავა და უკრაინას ევროვიზიაზე მესამე გამარჯვება მოუტანა. მეორე ადგილი დიდ ბრიტანეთს ერგო, მესამეზე კი ესპანეთს.
პროფესიონალმა ჟიურიმ უკრაინას 192 ქულა მიანიჭა, მაყურებლისგან კი 439 ქულა ერგო.
მნიშვნელოვანია, რომ სიტყვის ბოლოს „კალუშ ორკესტრის“ ლიდერმა ოლეგ ფსიუკმა ევროპასა და მსოფლიოს მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ გადარჩენაში დახმარებისკენ მოუწოდა.
მარიუპოლის დახმარების მოწოდების გამო უკრაინის დისკვალიფიკაციის შიშის მიუხედავად, ეს მაინც არ მოხდა.
„ჩვენ გვესმის ახლა უკრაინის მიმართ ღრმა გრძნობები და გვჯერა, რომ „კალუშ ორკესტრის“ და სხვა ხელოვანების კომენტარები, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გამოხატავენ, უფრო ჰუმანიტარული ხასიათისაა, ვიდრე პოლიტიკური“, – აღნიშნა ევროვიზიის საორგანიზაციო კომიტეტმა.