კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება მალე უნდა მოხდეს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ NATO-ს უნდა ჰქონდეს კონსენსუსი შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებაზე, მაგრამ ისინი სწრაფად უნდა გაწევრიანდნენ.

”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს კონსენსუსი”, – თქვა მან ჩრდილოეთ გერმანიაში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, როდესაც მას თურქეთის პრეზიდენტის მიერ ორი სკანდინავიური ქვეყნის წევრობის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე ჰკითხეს.

„ჩვენ გვსურს არა მხოლოდ ფინეთისა და შვედეთის შეერთება, არამედ სწრაფი გაწევრიანება, რაც ფუნდამენტურია იმ ვითარებაში, როდესაც ფინეთი და შვედეთი უსაფრთხოების გარანტიებს ეძებენ“, – თქვა ჯოლიმ.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ მის ქვეყანას, რომელიც NATO-ს წევრია, არ შეუძლია დადებითად შეაფასოს შვედეთისა და ფინეთის გეგმები ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

კერძოდ, მან სკანდინავიის ქვეყნებს ტერორისტული ორგანიზაციების სამშობლო უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები