„აზოვსტალის“ მცველთა ახლობლები ჩინეთს მოვლენებში ჩარევას სთხოვენ

„აზოვსტალის“ მცველთა ნათესავები და ახლობლები მოუწოდებენ ჩინეთს დახმარება გაუწიონ უკრაინას მარიუპოლიდან სამხედროების ევაკუაციაში. აღნიშნულის შესახებ მებრძოლთა ნათესავებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

მარიუპოლის მცველთა ნათესავების საერთო განცხადება: „ვთხოვთ ჩინეთს ჩაერიონ და გახდნენ მშვიდობიანი მებრძოლები ამ ომში, გახდნენ გადამრჩენელნი ჩვენი მებრძოლებისთვის მარიუპოლში, „აზოვსტალიდან“. საქმე მიდის დღეებზე, წუთებზე, წამებზე. ჩვენი მებრძოლები უკვე იყვნენ  ჯოჯოხეთში, მიეცით მათ საშუალება დაინახონ მზე“.

მცველთა ნათესავები აცხადებენ, რომ ჩითმა იცის ტანჯვის ისტორია, დამოუკიდებლობის ფასი და რას ნიშნავს ორი მსოფლმხედველობის ბრძოლა. მათ გამოთქვეს იმედი, რომ ჩინეთი არ დადგება მოშორებით და დუმილს დაარღვევს.

ახლობლები ექსტრაქციის პროცედურის ჩატარებას და მარიუპოლის მცველების მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ. ასეთი ქვეყანა მათი თქმით უნდა იყოს თურქეთი, რომლის პრეზიდენტიც თანახმაა ექსტრაქციაზე მის ქვეყანაში. ნათესავებმა განაცხადეს, რომ უკვე მიმართეს ყველა ქვეყნის ლიდერს და ჩინეთი, სავარაუდოდ, ერთადერთი ქვეყანაა, რომლისთვისაც მათ არ მიუმართავთ.

„ჩვენ ვთხოვთ პატივცემულ სი ძინპინს, ყველაფერი გააკეთოს მსოფლიო ღირებულებების გადასარჩენად, მარიუპოლის დამცველების გადასარჩენად“, – შეაჯამეს აზოვსტალის დამცველების ახლობლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები