უკრაინა „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს „აზოვსტალიდან“ მარიუპოლში 60 ადამიანის ევაკუაციის შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

მისი ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები 60 ადამიანი გათავისუფლების შესახებ „აზვოსტალის“ ტერიტორიიდან.

„იქ რამდენიმე ასეული დაჭრილი ადამიანია. პირველ რიგში, მათი გადარჩენა უნდა მოხდეს, ვინაიდან ყველას ერთად გამოყვანაზე რუსეთი უარს აცხადებს. თავდაპირველად განიხილება მძიმედ დაჭრილები და მედიკოსები, ეს 60 ადამიანს შეადგენს“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები