გერმანიის მმაღთველი პარტიის თავმჯდომარე: დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი პუტინის აღსასრულის საწინდარია

გერმანიის სოციალური-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი, ლარს კლინგბეილი აცხადებს, რომ  უკრაინაში ომის შედეგი, კრემლის ხელმძღვანელის, ვლადიმერი პუტინის პოლიტიკური დასასრული იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung. ავრცელებს. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი არის ვლადიმერ პუტინის აღსასრულის საწინდარი“, – განაცხადა კლინგბეილმა.

კითხვაზე პასუხად, ჩამოაგდებენ თუ არა პუტინს საკუთარ ქვეყანაში, მან აღნიშნა: „მოსახლეობა აღიარებს, რომ პუტინი და მისი ელიტა პასუხისმეგებელია იმაზე, რომ ეს არაადამიანური ომი უკრაინაში ასევე მათი განვითარების საფასური იქნება, სამუშაო ადგილების შემცირებით და ცხოვრებისეული პერსპექტივების არ ქონით მათივე საკუთარ ქვეყანაში. პუტინის ომმა, რუსეთი წლების იზოლაციაში მოაქცია. ქვეყანა, რომელიც მე-11 იყო ეკონომიკის სიდიდით, ათობით წელი გარიყული იქნება სანქციების გამო. კვალიფიციური მომუშავეები ტოვებენ ქვეყანას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები